COVID-19 - პანდემია მსოფლიოში

12.05.2020 05:33

რუსეთის პრემიერის შემდეგ „კოვიდ-19“-ით კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დაინფიცირდა. ახალი კორონავირუსი პუტინის პრესმდივანს დაუდასტურდა. პესკოვი განმარტავს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან უკვე თვეზე მეტია, პირდაპირი შეხება არ ჰქონია. რუსეთში, სადაც აშშ-ის შემდეგ ყველაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათია, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სულ მცირე 4 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა სტატისტიკა შედარებით იკლებს ამერიკაში, თუმცა, ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, ეკონომიკური საქმიანობის განახლების პროცესი არ დააჩქაროს. ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციას 7 მილიონზე მეტი ადამიანისთვის სამსახურის შენარჩუნებით აპირებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა. თუმცა, პრემიერის მიერ წარდგენილმა გეგმამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: