სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში დაპირისპირება იყო
სიტუაცია სამეგრელოში დილიდან დაიძაბა და ბზობის დღესასწაული ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ეზოში არეულობა, ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენამ გამოიწვია. შემდეგ კი ხმაური მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა. სიტუაცია მხოლოდ სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განმუხტა. მანამდე კი შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა. გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცველები. სიტუაციას ეკლესიის ეზოში პოლიცია აკონტროლებს. იქვე იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული პირებიც, რომლებიც მეუფე სტეფანეს მხარდაჭერას უცხადებენ. ტაძართან მივიდნენ დილიდან „ქართული იდეის“ წარმომადგენლები და ასევე „ნამახვენჰესის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი, რომლებიც სალხინოში ჩავიდნენ სლოგანით „ჩვენ გვიყვარს პატრიარქი“. რიონის ხეობიდან ჩასულების გარკვეული ნაწილი ჯერ ისევ სალხინოში რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მარტვილის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება სალხინოს მონასტერში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალხინოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ს...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
მარტვილი-სალხინო. წმ. გიორგის ტაძარი. დადიანების სასახლე. ღვ...
Nino Argunashvili-Hiking in Georgia
სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში ხმაური იყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster