მკვლელობა კახეთში


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. 45 წლამდე კაცი სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიით, მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა მოკლულის ძმა და დედა, ასევე სავარაუდო დამნაშავის შვილი. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის თქმით, დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელიც სავარაუდო დამნაშავემ წლების წინ იყიდა და რომლის შეძენაც კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესაც სურდა. მეორე ვერსიით კი, გარდაცვლილმა სავარაუდო დამნაშავე რკინის ნარჩენების მოპარვაში დაადანაშაულა. მომხდარზე გამოძიება 19/109 მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, პირის დასაკავებლად ამ დრომდე სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან