„ეროვნული ერთობის“ წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება
09/01/2018
საქართველოს ეროვნული ერთობის წევრი, გიორგი ჭელიძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. დაკავებულთან, დაახლოებით ერთი საათის წინ, მისი უფლებადამცველი შევიდა. ადვოკატს ქალაქის მთავარი სამმართველოს შენობა ჯერ არ დაუტოვებია. გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გუშინ აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ეროვნული ერთობის გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყო. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ჭელიძეს 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb