„ეროვნული ერთობის“ ლიდერი დააკავეს

01.09.2018 00:40

საქართველოს ეროვნული ერთობის წევრი დააკავეს სამართალდამცველებმა. გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზები დაინიშნა. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება:
BacklinkLog

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო