გიორგი ჭელიძის ადვოკატების განცხადება
ადვოკატის ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადვოკატის საქმიანობაში მიზანმიმართული ხელის შეშლა და ნეგატიური ტენდენცია - ასე აფასებენ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერის, გიორგი ჭელიძის ადვოკატები მათ მიმართ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ჭელიძის ადვოკატები 17 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან, რა დროსაც მოსამართლემ 14 ადვოკატიდან 4 სასამართლოს დარბაზიდან გააძევა, ერთი კი დააჯარიმა. ადვოკატ გელა ტყეშელაშვილის თქმით, მსგავს ქმედებებს ინტენსიური ხასიათი აქვს და მოსამართლე ქეთი ჯაჭვაძეს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებს. მათ პოზიციას იზიარებს „ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანიც. ბრალდებულის დამცველები ითხოვენ, ჭელიძის საქმის განმხილველი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თანამდებობიდან და შეწყდეს ადვოკატთა მიზანმიმართული დისკრედიტაცია. გიორგი ჭელიძის დამცველებმა მოსამართლის წინააღმდეგ განცხადება დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სახელზეც შეიტანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ჭელიძეს ბრალი წარუდგინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ეროვნული ერთობის“ წევრს ბრალს დღეს წაუყენებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ჭელიძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ჭელიძის სიტყვა სასამართლოზე (ნაწილი1)
Georgian National Unity
გიორგი ჭელიძის სიტყვა სასამართლოზე (ნაწილი3)
Georgian National Unity
გიორგი ჭელიძის სიტყვა სასამართლოზე (ნაწილი3)
გიორგი ჭელიძე
გიორგი ჭელიძეს 16 ადვოკატი დაიცავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster