ქოლცენტრების თაღლითური საქმე


ქოლცენტრების რეზონანსული საქმის ახალი ეპიზოდი.

დაკავებულია ოთხი ადამიანი. ამჯერად დაზარალებულები არა ევროპის ქვეყნების, არამედ აშშ-ის მოქალაქეები არიან. დანაშაულებრივი სქემა წინა შემთხვევების იდენტურია. გამოძიების ცნობით, ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩამდენები ამერიკის მოქალაქეებს თბილისში გახსნილი ოფისიდან სხვადასხვა ფინანსურ წინადადებას და ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობას სთავაზობდნენ და სანაცვლოდ სერიოზულ მოგებას ჰპირდებოდნენ. გამოძიება ამბობს, რომ თაღლითური გზით მსხვერპლ პირებს მილიონ 634 000 დოლარი გამოსძალეს. საქმე ეხება 2025-18 წლების პერიოდს. ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმით ცნობილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს სამართალდამცავი უწყებები 2021 წლიდან იძიებს. ჯერ უცნობია, აქვს თუ არა დღეს გახსნილ სქემას რაიმე კავშირი ქოლ-ცენტრების საქმის სხვა უკვე ცნობილ ეპიზოდებთან, სადაც დაზარალებულები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან