ქოლ-ცენტრების საქმე - ტრანსნაციონალური დანაშაული
ე.წ. ქოლ-ცენტრების რეზონანსული საქმის ახალი გარემოება. საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის სამი ორგანიზატორის, ერთი წევრის და ერთი იურიდიული კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა სხვადასხვა საწარმოს ბაზაზე ქოლ-ცენტრი მოაწყვეს, რომლის თანამშრომლები გერმანიის მოქალაქეებს ურეკავდნენ და მოგების მიღებას ჰპირდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ელექტრონულ ვაჭრობაში ჩაერთვებოდნენ. შედეგად მოქალაქეების მიერ ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების უკანონოდ მითვისება და მათი გათეთრება ხდებოდა. ხუთი ბრალდებულის ვინაობა არ სახელდება. ეს ქართველი სამართალდამცავების მიერ საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქსელის ფიგურანტთა გამოვლენის პირველი შემთხვევა არ არის. მას შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გახმაურებულ საქმეში თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის შესაძლო ჩართულობაზე საგამოძიებო ფილმი მოამზადა, საქმის რეზონანსულობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურა კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის სახლიდან ამოღებულ...
TV IMEDI
ქოლცენტრების თაღლითური საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
9
ე.წ. ქოლცენტრების საქმე - ტრანსნაციონალური დანაშაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. ქოლცენტრების საქმე -4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში...
region kvira
„ქოლ-ცენტრების“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თაღლითური ქოლცენტრები საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო მოქმედებები „ქოლცენტრების საქმეზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster