მოძრაობის „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ მოთხოვნა

17.07.2019 01:01

მოძრაობა „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაცია „ზნეობის“ წევრმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა. ის თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინების – „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია“ ამოღებას ითხოვს. მოძრაობის წევრების განცხადებით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პირველი ნოემბრიდან ისინი საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქციებს გამართავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: