კახა მიქაია: ლაშა გოგიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა ამ ინტერვიუთი მტკიცდება
10/07/2017
Radio Atinati-ის
მიერ
\"დაიცავი საქართველოს\" ლიდერმა კახა მიქაიამ \"ქართული ოცნების\"ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას 2006 წლის ჟურნალ\"ზუგდიდელებისთვის“ მიცემული ინტერვიუ გაასაჯაროა. მიქაიას თქმით, ინტერვიუში გოგია ამბობს, რომ ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი 2004 წლიდან არის.
„ეს არის იმ მანდატების გაგრძელება, რომელიც მე რამდენიმე დღის წინ გავასაჯაროე და რომლითაც ვამტკიცებდი, რომ ლაშა გოგია არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მას პარტია არ დაუტოვებია. უფრო მეტიც, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი. გოგია მანდატების თემას გამოეხმაურა და არაერთხელ აღნიშნა, რომ ის არ ყოფილა არცერთი პარტიის წევრი, მაგრამ ამ ჟურნალში ის მისივე მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ 2004 წლიდან ირიცხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხდა კახა მიქაიამ.„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საქმე აქვთ უბრალოდ პოლიტიკურ მედროვეებთან. კახა მიქაია იყო ყოველთვის ქართული ოცნების სახე და მათი შიდა დაპირისპირება შეუძლიათ არკვიონ შიგნით, რაც შეეხება ლაშა გოგიას, იგი 2004 წლიდან ირიცხებოდა პარტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“. სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში არ არის იმის კულტურა, რომ ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში ოფოციალურად დაწერონ განცხადება პარტიიდან პარტიის დატოვების შესახებ. სიმართლე გითხრათ დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია თუ ვის ჰქონდა მანდატი დატოვებული და ვის არა. ეს ინტერესის სფერო მას შემდეგ გახდა რაც ლაშა გოგიამ გააკეთა განცხადება, რომ ის არსაოდეს ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.საკითხი პოლიტსაბჭოზე მისი გარიცხვის შესახებ აუცილებლად დადგება“, -თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ კომენტარის გაკეთება თავად არ ისურვა, თუმცა მიქაიას ბრალდებების საპასუხოდ მისმა საარჩევნო შტაბმა განცხადება გაავრცელა.
„გარკვეული პოლიტიკური სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ თითქოსდა ლაშა გოგია არის „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი. განვმარტავთ, რომ ეს არის სიცრუე და ლაშა გოგია, არასდროს ყოფილა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ის 2005-07 წელბში იყო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თუმცა პარტიის წევრი არ ყოფილა. ლაშა გოგიამ თანამდებობა 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ დატოვა და კერძო ბიზნესში გადავიდა.კახა მიქაიას და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი ქმედებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიქაია ,,ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია და ის წლების განმავლობაში როლანდ ახალაიას აგენტი იყო. მათი ცრუ განცხადებები მიზნად ისახავს ,,ქართული ოცნების“ უალტერნატივო კანდიდიატის დისკრიმინაციას.მიქაიმ რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაციონალური მოძრაობის ე.წ. მოწმობები წარმოადგინა, რომელიც იმდენად არაპროფესიონალურ დონეზე იყო გაყალბებული, რომ ბარათს არა 2004 წელს გადაღებული, არამედ 2016 წელს გადაღებული ფოტო ქონდა დართული. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ლაშა გოგია არასდროს ყოფილა პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ის მხოლოდ ერთი პარტიის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია და ამ პარტიაში 2011 წლიდან ირიცხება“, -ნათქვამია განცხადებაში.
კახა მიქაიამ 2 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მანდატები წარუდგინა, რომელშიც მითითებულია, რომ გოგია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის უსაფრთხოების თანამშრომელია და აღნიშნულ დოკუმენტს ვადა 2006 წელს გაუვიდა. ხოლო „ქართული ოცების“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მიქაიას მიერ მოპოვებულ დოკუმენტი ყალბია.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge
Facebook: / rado.atinati
Google +: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/