ელენე ადამია GLC-ზუგდიდის განყოფილების მეათე კლასის მოსწავლე

06/01/2021
Radio Atinati-ის მიერ

კორონავირუსის პანდემიამ, წელიწადზე მეტია, მოზარდების უმრავლესობისთვის სწავლის პროცესი და ცხოვრების რიტმი რადიკალურად შეცვალა.

16 წლის ელენეს გული ყველაზე მეტად იმაზე სწყდება, რომ შეზღუდვების გამო ექსკურსია ვერ მოაწყვეს. ამბობს, რომ თანატოლებთან გართობა ისაა, რაც ახლა განსაკუთრებით ენატრება.

,,ექსკურსიებზე წასვლა მომენატრა ძალიან, იმის მიუხედავად, რომ ახლა კონტაქტურად ვართ, შეუძლებელია ექსკურსიებზე წასვლა და ძალიან გული მწყდება, კარგად ვერთობოდით ხოლმე და მენატრება ეგ პერიოდი’’, - ამბობს ელენე.

სწავლების ონლაინ რეჟიმს მალევე შეეჩვია, მეტიც, სხვადასხვა ახალი უნარიც გამოიმუშავა. მიიჩნევს, რომ მონდომების შემთხვევაში, ონლაინ სწავლების პირობებშიც შესაძლებელია კარგი განათლების მიღება.

„ისეთივე პროდუქტული გამოდგა ჩემთვის ონლაინ სწავლება, როგორიც კონტაქტური იყო. მასწავლა, რომ ყურადღებით უნდა მოუსმინო მასწავლებლებს, რომ არაფერი გამოგეპაროს“, - გვითხრა ელენე ადამიამ.

კლასებში დაბრუნების შემდეგ პირბადით ოთახში ყოფნა მისთვის სტრესული აღმოჩნდა, თუმცა, აცნობიერებს, რომ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

„ზოგადად კლასში ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევა, რომ სუნთქვა უჭირთ ბავშვებს და ფანჯარას ვაღებთ ამის გამო. კომფორტული არ არის, რა თქმა უნდა, პირიქით, სტრესულია, მაგრამ აუცილებელია. ეს არა მარტო ის ფაქტორია, რომ საკუთარ თვს ვუფრთხილდებით და ჩვენს ჯანმრთელობას, არამედ ჩვენს გარშემომყოფებს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება’’.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან