ზუგდიდის საკრებულომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და განვითარების გეგმა დაამტკიცა
01/04/2019
Radio Atinati-ის
მიერ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მიიღო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სტრატეგიის ოთხწლიანი გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ითვალისწინებს. მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსის დავით შამათავას თქმით, დოკუმენტში სხვადასხვა მიმართულებაა წარმოდგენილი.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ღირსეული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობას, ასევე, სოფლებში გაიმართება ახალგაზრდული ფესტივალი, ასევე, მოეწყობა მოძრავი კინოთეატრი“, - გვითხრა შამათავამ.
დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციური ფრაქციების წევრებმაც. მათი თქმით, დოკუმენტთან შენიშვნები აქვთ, თუმცა მის მიღებას მიესალმებიან.
„მხარი დავუჭირეთ, რადგან ორი მოწვევის საკრებულოში ეს ფაქტორბივად ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც გრძელვადიან ხედვებს გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სფერო“, - აღნშნა წითლიძემ და დასძინა, რომ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა უნდა გაიზარდოს.
ამავე პოზიციაზეა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია. მისი თქმით, ახალგაზრდული მიმართულებით თანხა გასაზრდელია.
„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, სწორედ მათთან ერთად დავიწყებთ მუშაობას და მივალთ შედეგამდე, ამიტომაც მივესალმები ამ დოკუმენტის მიღებას“, - თქვა სხდომაზე შელიამ.
დოკუმენტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს ურავლესობის წევრებმა. ისინიც თანხმდებიან, რომ 70 000 ლარი, რომელიც პროგრამისთვის არის გათვალისწინებული საკმარისი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ დაფინანსება გაიზრდება.
„მუნიციპალიტეტიდან მუდმივად გაედინება ინტელექტუალური რესურსი, რადგან ისინი მიდიან დიდ ქალაქებში და ეს არ არის მათი არჩევანი, ეს არის რეალობა“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ლაგვილავამ.
უმრავლესობის წევრებმა მერიის სხვა სამსახურებს მოუწოეს, მიბაძონ ახალგარზდულ საქმეთა დეპარტამენტს და წარადგინონთავიანთ სფეროში კონკრეტული სამოქმედო გეგმები.
„ეს არის გამართული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ამოცანები, რომლის გადაჭრაც არის აუცილებელი შედეგის მისაღწევად. ეს ნამდვილად მისასალმებელია და მოვუწოდებთ მერიის სამსახურებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა, რაც მოგვცემს სტრატეგიული განვითარების და ხედვის შექმნის შესაძლებლობას“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
განხილვას საკრებულოს სხდომაზე ახალგაზრდები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მერიის სამსახურსა და საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და მასში მონაწილეობისთვის მზადმყოფნა გამოთქვეს.
ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი მერიის ახალგაზრდულმა განყოფილებამ განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან, ახალგარზდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ასოციაცია „ათინათთან“ თანამშრომლობით შეიმუშავა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...