სახალხო დამცველის რეგიონული ხელმძღვანელი ადგილობრივ საზოგადოებას შეხვდა
05/29/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
სახალხო დამცველის აპარატის კახეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში\" ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს რეგიონში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის ანალიზი და არსებული პრობლემების განხილვა წარმოადგენდა. თემურ ორკოდაშვილმა რეგიონული ოფისის ფუნქციაზე და იმ მომსახურებაზე ისაუბრა, რაც კახეთის მაცხოვრებლებს გაეწევა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1tUJlMb
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1tUJlMb