ლადო-ალექსი მესხიშვილის გამოფენა

19.09.2022 04:41

„არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ - ცნობილი ქართველი არქიტექტორის შემოქმედება საგამოფენო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებელი ნახავს თბილისის და სხვა ქალაქების ყველა იმ ისტორიული და პოპულარული ნაგებობის მაკეტს, რომლებიც ლადო-ალექსი მესხიშვილს ეკუთვნის. გამოფენენ გამორჩეული არქიტექტურული ფორმების ავტორის უნიკალურ ხელნაწერებს და ჩანახატებსაც.

გამოფენა არქიტექტორის აქამდე უცნობ ნამუშევრებსაც აერთიანებს. მათ შორის ლადო-ალექსი მესხიშვილის ფერწერულ ნამუშევრებს და განუხორციელებელ პროექტებსაც. ექსპოზიცია „თიბისის“ საგამოფენო სივრცეში ხვალ გაიხსნება და 31 დეკემბრამდე იქნება წარმოდგენილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi