ლევან პაპავა მიქავაზე: დაკავებულს სახალხო დამცველის საქმეში ჩართვა არ სურს
05/02/2017
Radio Atinati-ის
მიერ
სახალხო დამცველის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ლევან პაპავა დაკავებულ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს შეხვდა. პაპავას ინფორმაციით, მიქავა ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.
„დაკავებულს, ჯერჯერობით, სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ფარგლებში აღნიშნული საქმის შესწავლის ინტერესი არ აქვს. რაც შეეხება ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარის თქმას, ის განმარტავს, რომ ამის უფლება აქვს“, - აღნიშნა პაპავამ.
გრიგოლ მიქავას მეორედ დაკავებიდან 12 საათი ამ წუთებში სრულდება. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შენობასთან მას ოჯახის წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მეგობრები ელოდებიან.
ცნობისთვის, გრიგოლ მიქავა წუხელ გვიან ღამით 45-ე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მუხლით დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს, თუმცა მან ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/