ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა

03/04/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

4 მარტს, კულტურის სამინისტროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ გამართა პრესკონფერენცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებით.
27 თებერვალს, ბერლინში, საქართველოს საელჩოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა იურგენ ბოსმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას.
საქართველოს მონაწილეობა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არის ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ზოგადად ქვეყნის იმიჯისათვის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი, რომელიც პირველ რიგში ხელს შეუწყობს ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და ზოგადად საქართველოს სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ საპატიო სტუმარი ქვეყანა გამორჩეულად იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის მასშტაბით, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ქართულ კულტურას - საქართველოს მიეცემა საშუალება გამართოს გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, წარმოაჩინოს მთელი ქართული კულტურის სპექტრი - ფოლკლორიდან დაწყებული კულინარიით დამთავრებული. ამ ფორმატით ქვეყნის წარმოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტკურ სივრცეში ინტეგარაციას კულტურის მეშვეობით. გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის მხრივ გაზრდის ტურისტებისა და ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან