კახეთის რეგიონის სოფელ ერისიმედში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტი მოეწყო
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტროლო პუნქტი ამოქმედდა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საველე კარავი ააწყვეს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ერისიმედში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდება თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
პრობლემები სოფელ შაქრიანში
ტელეკომპანია თანამგზავრი
7 თვის ანა მარია შიუკაშვილის პრობლემა
ტელეკომპანია თანამგზავრი
ძლიერი ქარი კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობის შედეგები რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რეგიონის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყდა
ტელეკომპანია თანამგზავრი
კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის პროექტის განხილვა
ტელეკომპანია თანამგზავრი
შეხვედრა პანკისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მურმან მუმლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი აფენში
ტელეკომპანია თანამგზავრი