სადღესასწაულო და უქმე დღეებში დაწესებული შეზღუდვები
04/30/2021
ეპიდემიოლოგიური სურათის მკვეთრი დამძიმების გამო აღდგომის დღეებში გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს.
ორიდან ოთხი მაისის ჩათვლით როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებსა და რაიონებში სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. ამ შეზღუდვით და 13 მაისამდე უქმე დღეების გამოცხადებით ეპიდემიოლოგები მობილობის შემცირებას და ინფექციის სწრაფი გავრცელების შეკავებას ცდილობენ. უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა თითქმის 1 500-ს შეადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ავტორიზაციის პროცესის გახანგრძლივების მიუხედავად, სამშაბათიდან საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ გამოყენება იწყება. მიიღებს თუ არა ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებული ჩინური ვაქცინა ავტორიზაციას და დამტკიცდება თუ არა ჯანმო-ს მხრიდან საგანგებო მოხმარებისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მომავალი კვირის ბოლოს იქნება მიღებული. ამავე პერიოდში უნდა გაირკვეს, დაამტკიცებს თუ არა ორგანიზაცია ამერიკულ „მოდერნას“ და კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას, „სინოვაკს“, რომლის 100 000 დოზა საქართველოს გუშინ საჩუქრად გამოუგზავნეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.