ზუგდიდში მერობის კანდიდატები დებატების ფორმატზე ვერ თანხმდებიან.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შეთავაზებას, რომ მისი და სანდრა რულოვსის დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულიყო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ალტერნატიული შეთავაზებით პასუხობს. მისი თქმით, ტელევიზიების ერთ ნაწილი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მართული.
სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას დებატებს არა პირველ არხზე, არამედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ამფითეატრში, მოსახლეობის მონაწილეობით სთავაზობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ კანდიდატის ეს განცხადება პირველი არხის მიმართ რაიმე სახის პრეტენზიებს არ ნიშნავს. „ქართული ოცნების“ კანდიდატის შეფასებით, რულოვსის შეთავაზებული ფორმატით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არა პრობლემებზე საუბარი, არამედ ამომრჩეველში დაპირისპირების გამოწვევა სურს, რაც შენგელიას თქმით, მისთვის მიუღებელია. თავის მხრივ, პირველი არხის თანხმობის შემთხვევაში, შენგელია ოპონენტს ყველასთვის მისაღებ ფორმატზე შეთანხმებას სთავაზობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.