პირველი სტუდია - პროტესტი და "სირცხვილის დერეფანი" - დავა მოსმენების კანონზე; კონფლიქტის ქრონოლოგია

28.11.2014 02:03:37

28 ნოემბერი, 2014 უმრავლესობის უმრავლესობის არჩევანი - ე. წ. მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით დავა გრძელდება. როგორ დასრულდება დაპირისპირება ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის, ვის დარჩება საბოლოოდ გასაღები და რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი - პროტესტი და "სირცხვილის დერეფანი" პარლამენტთან; რეზოლუციის ორი პროექტი საკანონმდებლო ორგანოში და პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიაზე; აფხაზეთთან გაფომებული ხელშეკრულების შედეგები - შემდეგი გაჩერება ცხინვალის რეგიონი; რას გამოიწვევს კრემლის მორიგი აგრესიული ნაბიჯი და იქნება თუ არა თბილისის რეაქცია ურთიერთობის კიდევ ერთხელ გადახედვა; კონფლიქტის 21-წლიანი ქრონოლოგია - რა ხდებოდა, როგორია რეალობა და კომუნიკაციის რა გზა არსებობს ურთიერთობის აღსადგენად; რას ჰყვებიან ჟურნალისტები, რომლებიც აფხაზ კოლეგებთან ერთად მოლაპარაკებების ერთ მაგიდასთან ისხდნენ; რა შედეგის მომტანია და საჭიროა თუ არა სახალხო დიპლომატიის გააქტიურება; დღეს, "პირველ სტუდიაში" სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ქართულ-აფხაზური მედიადიალოგის შესახებ პირველად ისაუბრებენ. კვირის მთავარი პოლიტიკური თემების ანალიზი, დისკუსია, დებატები და დიალოგი - ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება და ჟურნალისტები, ზუსტად 22:00 საათზე, "პირველ სტუდიაში". სტუმრები: ირაკლი სესიაშვილი, თინა ხიდაშელი - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები; გია ბარამიძე - "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი; ირაკლი ჩიქოვანი - ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე; გადაცემის მეორე ნაწილში: პაატა ზაქარეიშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში; სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები: მედეა იმერლიშვილი, მერაბ მეტრეველი, ნათია კობერიძე, დავით პაიჭაძე, რუსიკო მაჩაიძე, თენგიზ პაჭკორია, თამარ დეკანოსიძე, გოგა ჭყონია.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტთან აქციით ხვდებიან
03:57

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტთან აქციით ხვდებიან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ე წ  სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს
00:38

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბათუმში „სირცხვილის დერეფანი“ მაინც ეწყობა
02:01

ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, ბათუმში „სირცხვილის დე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ბათუმში
03:26

აქცია ბათუმში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტში სხდომა აქციის ფონზე დაიწყო
03:52

პარლამენტში სხდომა აქციის ფონზე დაიწყო

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის გეგმა და უმრავლესობის პოზიცია
06:04

ოპოზიციის გეგმა და უმრავლესობის პოზიცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოპოზიციის პროტესტი და ხელისუფლების პასუხი
05:49

ოპოზიციის პროტესტი და ხელისუფლების პასუხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნაც.მოძრაობამ ოპოზიციას სირცხვილის დერეფანი მოუწყო
01:14

ნაც.მოძრაობამ ოპოზიციას სირცხვილის დერეფანი მოუწყო

მარშალ პრესი

ყველა ვიდეო