შარლ მიშელის ვიზიტი დასრულდა

02.03.2021 01:26

შარლ მიშელის ვიზიტი დასრულდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველო დილით დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო