შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
04/22/2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული ს.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ მ.მ.-ს და მცირეწლოვან შვილს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის სხვა - 2 ან მეტი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804