გიორგი სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდა. ბრალდების მხარემ დღევანდელ სხდომაზე გიორგი სიბაშვილის, ვალერიან გრემელაშვილისა და ასლან გარსევანიშვილის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ორი შუამდგომლობა დააყენა. პირველი ზაქარია ტატუნაშვილთან დადებულ საპროცესო შეთანხმებას, ხოლო მეორე კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დაყადაღებულ ანგარიშებზე ყადაღის მოხსნას ეხებოდა. სასამართლომ მეორე შუამდგომლობა ყადაღის მოხსნის თაობაზე დააკმაყოფილა. პირველი შუამდგომლობის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 22 ივლისს 15:00 საათზეა ჩანიშნული. სიბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე ეპიზოდით ფინანსების ფლანგვასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებაში ედება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1asL7uq
მსგავსი ვიდეოები
გიორგი სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი -- 30/07/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი
სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის 23-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის სასამართლო პროცესი გრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის რიგით 24-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის რიგით 31-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი
გიორგი სიბაშვილის რიგით 30-ე სასამართლო პროცესი
ტელეკომპანია თანამგზავრი