შეხვედრა ეკონომიკურ გუნდათ

20.03.2020 07:42

უახლოეს დღეებში, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახალი ანტიკრიზისული პაკეტის წარდგენას აანონსებს. კონკრეტული წინადადებები გავრცელდება იმ ადამიანებსა და სფეროებზე, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მეტად არიან დაზარალებულები. პრემიერთან ცოტა ხნის წინ გამართულ შეხვედრას ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრებოდა. ცენტრალური ბანკის მთავარი ამოცანა ახლა საკვები პროდუქტების ფასების შენარჩუნება და ლარის კურსის ვარდნის შეჩერებაა. ხელისუფლება ბიზნესს სთხოვს, ყველა ახალი შეზღუდვა მოსალოდნელი რისკების შესამცირებლად მკაცრად დაიცვან. მთავრობა ამბობს, რომ ქვეყანას გაზით ან ელექტრომომარაგების კუთხით შეზღუდვები არ ემუქრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო