ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

06.07.2020 01:14

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ახალი ინფიცირებულები სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან და ისინი საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდნენ. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ „კოვიდ-19“-ის 953 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა, მათგან ინფექცია უკვე 87 პროცენტმა დაამარცხა, შესაბამისად კოვიდის მიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში ახლა 108 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 24 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: