შეხვედრა რამშტაინის სამხედრო ბაზაზე

20.01.2023 05:50

უკრაინის 50 პარტნიორი ქვეყანა კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზა ლიდერთა შეკრების ადგილი იყო. აშშ-მა და ევროპის ქვეყნების ნაწილმა უკვე გამოაცხადეს, თუ რა სახის შეიარაღებას გადასცემენ უკრაინას უახლოეს მომავალში. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე ღიად დარჩა და ამ დრომდე საკამათო საკითხია გერმანული წარმოების ტანკები  - „ლეოპარდები“, რომელთა გადაცემის მიზანშეწონილობაზე ბერლინში ჯერ კიდევ მსჯელობენ. „დრო არ ითმენს, აუცილებელია ტანკების საკითხზე ვაჭრობა შეწყდეს“, - ასეთია ზელენსკის მთავარი გზავნილი. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა ტანკებთან ერთად თანამედროვე თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის მიწოდებაც სთხოვა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania