ნატო-ს მინისტერიალი

15.06.2023 01:44

„უკრაინისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ნატო-ს რამდენიმე მოკავშირის გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი მფრინავებისთვის სასწავლო პროგრამები უზრუნველყონ, ალიანსს საშუალებას მისცემს, შემდეგ ეტაპზე მიიღოს გადაწყვეტილება მეოთხე თაობის სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით. იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც დღეს ბრიუსელში იმართება. დღესვე იმართება უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების შეხვედრა „რამშტაინის“ფორმატში, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანიც ესწრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine