თავდასხმა სოფელ ვარდისუბანში
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია. თვითმხილველების ინფორმაციით, მათგან ერთს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულებს სამედიცინო კვლევა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ. მათ კლინიკა ცოტა ხნის წინ საკუთარი სურვილით და ხელწერილით დატოვეს. დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა. პირად საუბარში პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს, ადგილი ჰქონდა შემთხვევით გასროლას, რის შედეგადაც დაზიანება თავად იარაღის მფლობელმა მიიღო. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თოქ-შოუ "სიცოცხლის ზონა\
ლაშა ჩხარტიშვილი
ყაჩაღობა ბაღდათში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მგლების თავდასხმა კურდღელაურში
ტელეკომპანია თანამგზავრი
MOE: სოფელ ართანაში ცხვარზე მგლის თავდასხმა დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თავდასხმა "ქართული ოცნების" ახ.ფრთაზე
beqex
სოფელ ომალოში 14 წლის წინ მომხდარი თავდასხმა
TV IMEDI
თავდასხმა ცხრამუხას დედათა მონასტერზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდასხმა ცხრამუხას დედათა მონასტერზე - დაშავებულის მდგომარე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster