თავდასხმა ცხრამუხას დედათა მონასტერზე - დაშავებულის მდგომარეობა
ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა ცხრამუხას დედათა მონასტერზე თავდასხმის შედეგად დაშავებული მონაზვნის მდგომარეობა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 70 წლის მონაზონს სახისა და სხეულის არეში სხვადასხვა ტიპის მძიმე დაზიანება აქვს, რის გამოც, ხაშურის კლინიკიდან ის თბილისში გუშინვე გადმოიყვანეს. ექიმები ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ ორ პირს, 27 და 39 წლის მამაკაცებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, რამდენიმე პირი შეიჭრა. უცნობები ერთ-ერთ მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, 27 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობის, ხოლო 39 წლის ბრალდებული ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელს. ხაშურის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულის ფაქტზე გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს საპატიმრო დაწესებულებაში 13 წლის გატარება მოუწევთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თავდასხმა ცხრამუხას დედათა მონასტერზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდასხმა
info9 info99
თავდასხმა ვახო სანაიაზე - „ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორზე
MULTIMEDIA GE
თავდასხმა რურუაზე - აქტივისტების პროტესტი
Formula News
თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდასხმა კურიერის გადამღებ ჯგუფზე - ედიშერ მუშკუდიანს და ბა...
Georgia Official