თავდასხმა სოფელ ვარდისუბანში


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში ექვსი შეიარაღებული პირი სოფელ ყარაჯალის ოთხ მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მათგან ერთს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულებს სამედიცინო კვლევა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდათ. მათ კლინიკა ცოტა ხნის წინ საკუთარი სურვილით და ხელწერილით დატოვეს.

დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და დღეს დილით ისევ განახლდა. პირად საუბარში პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს, ადგილი ჰქონდა შემთხვევით გასროლას, რის შედეგადაც დაზიანება თავად იარაღის მფლობელმა მიიღო.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან