მოწოდება პოლიტიკურ პარტიებს
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული წლის ნოემბერში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი და მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის და ვიზიარებთ პოლიტიკური პარტიების ნაწილის წუხილს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შეუსრულებლობის გამო, მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო პარტიას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას“. ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მანამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორმა ელჩებმაც, რომლებმაც მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ და შეთანხმების ყველა ხელმომწერს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება პოლიტიკურ პარტიებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების მეორე ტური და მოწოდება პოლიტიკურ პარტიებს
TV Pirveli
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტაქსის მძღოლების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკური სურვილები
TV IMEDI
ევროსაბჭოს რეზოლუცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კოალიციური მთავრობა - დაპირისპირება პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ სააკაშვილის მოწოდება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster