ტაქსის მძღოლების განცხადება
ტაქსების მძღოლებმა დღეს პოლიტიკურ პარტიებს მიმართეს. მათი განცხადებით, გარკვეული პირები ცუდად იყენებენ ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელს და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მძღოლების განცხადებით, მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას ემიჯნებიან. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მერიასთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, დედაქალაქის მთავრობა ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა, თუმცა დარჩა საკითხები, რომლებზეც მსჯელობა კვლავ გრძელდება. ტაქსის მძღოლები 18 აპრილიდან პერმანენტულ აქციებს გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით, განაცხადეს, რომ მერიასთან გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ვეღარ ხედავენ. ასევე, მოგვიანებით, ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის სახელით განცხადება გაკეთდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას აპირებენ. ამ თემაზე განცხადება გააკეთა თბილისის მერმაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტაქსის მძღოლების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტაქსის მძღოლები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავენ
Maestro Television
ტაქსის მძღოლების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მა...
Maestro Television
ბექა ნაცვლიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი
TV IMEDI
აქცია ორთაჭალის ავტოსადგურთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გუგავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტაქსის მძღოლების მოთხოვნებს თბილისის მერი ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster