აქცია ორთაჭალის ავტოსადგურთან
აქცია გაიმართა ორთაჭალის ავტოსადგურთან. ტაქსის მძღოლები მიმდებარე ტერიტორიაზე მათთვის გასაჩერებელი ადგილების შეზღუდვას აპროტესტებენ. აქციას „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი შეუერთდა. მძღოლების განცხადებით, ისინი სადგურის ტერიტორიაზე მაღალი გადასახადის გამო ვერ ჩერდებიან, ამიტომ წლების განმავლობაში ტროტუარის მიმდებარედ საპარკინგე ნაწილზე იდგნენ, თუმცა გასული წლის ბოლოს დახაზული ადგილები გაუქმდა და გაჩერება აიკრძალა. აქციაზე მათ მერიისგან მიღებული წერილი წარმოადგინეს, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, გამწვანების მოწყობაა დასახლებული. იმ შემთხვევაში, თუ ერთ კვირაში სადგურის მიმდებარედ გაჩერების უფლება არ დაუბრუნდებათ, მძღოლები აქციის გამართვას მერიასთან გეგმავენ. ტაქსის მძღოლების პროტესტს თბილისის მერიაში გამოეხმაურნენ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებით, მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი, მიმდებარედ კი 10 ადგილი გამოყო. თუმცა, მისი განცხადებით, ტაქსის მძღოლები შეთანხმებას არღვევენ და ამ ტერიტორიას საერთაშორისო რეისებისთვის იყენებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტაქსის მძღოლების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია
netgazeti ge
1 დღე - 4 აქცია
რადიო თავისუფლება
ინციდენტი აქციაზე
netgazeti ge
აქცია
giorgi urushadze
სტუდენტთა აქცია
batumi ijh
აქცია
აგროსერვის ცენტრი
აქცია
TV 25