მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ეს არის პირველი შემთხვევა უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, როდესაც „აზოვსტალის“ ტერიტორია მშვიდობიანმა მოქალაქეებმა დატოვეს, თუმცა, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე. ისინი რუსმა სამხედროებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც სავარაუდოდ, ევაკუირებული მოქალაქეების დაკითხვის პროცესი მიმდინარეობს. დამაიმედებელი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც დააანონსა, რომ „აზოვსტალიდან“ გამოყვანილ 100 მოქალაქეს ის ხვალ ზაპოროჟიეში შეხვდება. გაერო-ს მონაწილეობით ევაკუაციის პროცესი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება, რადგან „აზოვსტალში“ ისევ რჩებიან მებრძოლები, ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე და 500-ზე მეტი დაჭრილი სამხედრო, რომლებიც რამდენიმე კვირაა, რუსების მიერ ბლოკირებულები არიან. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში რუსეთის საბრძოლო მოქმედებებს სულ მცირე 219 ბავშვი ემსხვერპლა, ხუთ მილიონზე მეტ ადამიანს კი უკრაინის დატოვება მოუწია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.