ქართველი მაშველები თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მუშაობას აგრძელებენ

10.02.2023 01:24

ქართველი მაშველები თურქეთში სამძებრო სამაშველო ოპერაციაში მუშაობას აგრძელებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი უკვე გადაარჩინეს. მათ შორის ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოქალაქე მაშველმა ძაღლმა აღმოაჩინა. ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანაა ნანგრევებში მოყოლილი ცოცხალი მოქალაქეების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე სწრაფი რეაგირება. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბიც, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან მუდმივ კოორდინაციაშია. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართული სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში
08:02

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6200-ს გადააჭარბა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6200...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მეოთხე დღეა სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება
03:42

მეოთხე დღეა სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამაშველო ოპ...

TV IMEDI

საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში
05:19

საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მოამბე“ მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში
06:12

„მოამბე“ მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩართვა თურქეთიდან -„მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან
06:13

ჩართვა თურქეთიდან -„მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველი მაშველები თურქეთში
01:55

ქართველი მაშველები თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ

ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმ...

Emergency Management Service

ყველა ვიდეო