დავით ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი დღეს იწყება. პანდემიის პირობებში ეს იქნება პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან. დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ნატო-სა და ევროკავშირში. კერძოდ, მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში, სადაც სიტყვით მიმართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს. დავით ზალკანიანი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას. სხდომაზე განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი. ასევე მინისტრი ისაუბრებს პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და დღეს არსებულ ვითარებაზე. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში, მათ შორის შეხვდება სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელს, ასევე შეხვედრა გაიმართება ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელთან, სვენ მიქსერთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში
TV IMEDI
დავით ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან ბრიუსელში ოფიცი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
7
7
7
7
პრემიერ მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში რა შეხვედრები აქვს დაგეგ...
TV IMEDI