7

11/22/2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, მანამდე კი შეხვედრა გაიმართება ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან. ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უშუალოდ ელჩებისგან მიიღებს ინფორმაციას ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შესახებ, სადაც მოსკოვის მოთხოვნებზე იმსჯელეს. რუსეთი ნატო-სგან ითხოვს, რომ ალიანსმა გაფართოებაზე უარი თქვას და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ივნისის ბოლოს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გაუქმებულად გამოაცხადოს.

ანა ბროლაძე აშუქებს დავით ზალკალიანის ვიზიტს ბრიუსელში და მისგან მოვისმენთ დეტალებს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.