„ივიკოს თასის“ გათამაშება


„ბენდელას“ სტადიონზე დასრულდა „ივიკოს თასის\" გათამაშება, რომელიც ბოლო წლებში ტრადიციული გახდა - ტურნირი „ოლიმპის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელის, ტრაგიკულად გარდაცვლილი უმცროსი ივიკო ჭელიძის ხსოვნას მიეძღვნა. გათამაშების ორგანიზატორი თბილისის ფეხბურთის ფედერაციაა, ხოლო მხარდამჭერი - თბილისის მერია. წლევანდელ ტურნირზე მთავარი პრიზისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 16 გუნდი იბრძოდა. საბოლოოდ, ფინალში „გლდანი“ და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის გუნდები გავიდნენ, სადაც ივიკოს თასი და გამარჯვება „დინამო თბილისმა“ მოიპოვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან