მუქარა დეპუტატის ოჯახის წევრის მისამართით

10.05.2024 00:52

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დიმიტრი სამხარაძემ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილების ამსახველი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, მუქარა უმცროსი ქალიშვილის ლიკვიდაციის შესახებ, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრებმა გაუგზავნეს, რომელთა ვინაობაც, დეპუტატის განცხადებით, უკვე დაადგინა. „24 საათიც არ დამჭირდა, რომ გამეგო ამ ნაძირალების შესახებ ყველაფერი! გამთენიისას მქონდა საუბარი ვინმე ზ.ხ.-თან, რომელიც „გირჩის“ წევრია! ოპოზიციის საერთო ჩატებში რომ მოიწერეს დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები, „გირჩს“ დაავალეს დიტო სამხარაძის და მისი ოჯახის წევრების ბულინგიო! “ - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, შვილის ლიკვიდაციის მუქარას უპასუხოდ არ დატოვებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო