დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვითარება ღამის 10 საათის შემდეგ დაიძაბა. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის და პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნის გასაპროტესტებლად შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ადგილზე იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს და პარლამენტის თავმჯდომარის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადგილზე მყოფებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ პარლამენტთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, ტექნიკა და სპეცრაზმი გამოჩნდა. ადგილზე მივიდა გიორგი გახარიაც, რომელმაც აქციაზე შეკრებილებს ძალადობისგან და შტურმისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. ამ განცხადებების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა, დემონსტრანტთა ერთი ჯგუფი მიმდებარე ქუჩებზე პროტესტის გამოხატვას დილამდე განაგრძობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე
Euronews Georgia
ხმაური და დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე
TV IMEDI
10
დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება რუსთაველის გამზირზე - ვაჟა სირაძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ განვითარდა რუსთაველის გამზირზე მოვლენები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster