კერძო ტაქსებზე ტარიფი მოიმატებს

22.12.2018 01:03

კერძო ტაქსებზე ტარიფი მოიმატებს - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან, მგზავრებს კარგი სერვისი შესთავაზონ. თუმცა, ამის პარალელურად, მერის ინფორმაციით, მოქალაქეების სწრაფად და კომფორტულად მგზავრობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მოწესრიგდება. როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: