კრიტიკული შეუსაბამობების გამო ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა


სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „პრემიერში“ (მის: დიღმის მასივი მე-2 კვ, მე-13 კორპ.), სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესსექტორს, დაიცვას სურსათის უვნებლობისადმი არსებული კანონის მოთხოვნები; ხოლო მომხმარებელს - დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს და აცნობოს ცხელ ხაზს - 1501.

🎙 ვასილ კვერნაძე - თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

#სურსათისუვნებლობა
#სურსათისუვნებლობაყველასგვეხება

Facebook: https://www.facebook.com/National.Foo...

ვიდეოები „სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency"-ისგან