1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება
სურსათის ეროვნულ სააგენტოში სურსათის მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს გააცნეს „სურსათში ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის #262 დადგენილება, რომელიც 2017 წლის პირველ აგვისტოს შედის ძალაში. ახალი რეგულაციის მიხედვით, სურსათში ტრანსცხიმის შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ხოლო ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათი ტრანსცხიმს არ უნდა შეიცავდეს. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ბიზნესოპერატორი ვალდებულია სურსათი ამოიღოს რეალიზაციიდან და გაანადგუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება 1000 ლარით. ტრანსცხიმის ნორმის განსაზღვრის მიზნით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევისთვის 136 ნიმუშს აიღებს. ტრანსცხიმი არის ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება საწარმოო პროცესში ცხიმების ნაწილობრივი ჰიდროგენიზაციის დროს. ხშირად იყენებენ რძის შემცველ პროდუქტებში, მაგალითად, მარგარინში, სპრედში, ნაყინში, საკონდიტრო ნაწარმში, სწრაფი კვების პროდუქტებში და სხვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency-ის სხვა ვიდეოები
კრიტიკული შეუსაბამობების გამო ობიექტს საწარმოო პრო...
01:39
შედეგები 2019 - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019...
00:56
ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი თანამედროვ...
07:01
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების განმარტე...
02:57
ქართველი მეცნიერები აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო...
00:50
ვიდეორგოლი - სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს აზი...
01:58
სეს-სა და სემეკ-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორ...
00:39
სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019
მსგავსი ვიდეოები
1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება
TV 25
1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმის ნორმა განისაზღვრება
GARB GE
ინფლაციის მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1 აგვისტოდან დევნილთა ხელახალი რეგისტრაცია იწყება
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
1 აგვისტოდან “მუსიკოსთა პარკი” მაყურებლებს უმასპინძლებს 01 0...
მეცხრე ტალღა
1 აგვისტოდან რძეზე და რძის ნაწარმზე კონტროლი მკაცრდება
Music Box
1 აგვისტოდან აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა იწყება
თავდაცვის სამინისტრო
1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება
ტელეკომპანია ბორჯომი