„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქსენოფობიური განცხადებებისგან გამიჯვნას ურჩევს. ირაკლი კობახიძის თქმით, ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა ქართული კულტურის ნაწილი და ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ერთადერთი მიზანი, ომში საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა. კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მათივე კუთვნილი მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მარტის დასაწყისში, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია ჰქონდათ, ეს კი ამ კამპანიის მეორე ტალღაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განმარტავს, რომ მაშინაც და ახლაც აღნიშნული პირები ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. რაც, მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას დღეს ის ადამიანები ითხოვენ, რომლებმაც რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბრიფინგი - შეფასებები ქართულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი პარტიაში „საქართველოსთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ: მერია გაჭირვებულების დახმარების ნაცვლად ივანიშვილის ხეე...
Radio Atinati
ანა დოლიძის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში - არჩილ თალაკვაძე ტოვებს პ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი „ქართულ ოცნებაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster