სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევა

02.10.2022 02:42

ომბუდსმენის შერჩევის პროცედურა გრძელდება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო არასამთავრობოების მხრიდან ომბუდსმენის კანდიდატების წარდგენა. მათივე თქმით, არჩევანს მათგან ერთ-ერთზე გააკეთებენ. პარალელურად, მიმდინარეობს 19-ვე კანდიდატის ინდივიდუალურად შესაფასებლად დოკუმენტაციის შესწავლა. სპეციალური კომისიის წევრები, ყველა მსურველს ოთხი კრიტერიუმის: რეპუტაციის, მიუკერძოებლობის, განათლებისა და გამოცდილების მიხედვით შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენენ. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ეწურება. შესაბამისად, დეპუტატებს კონსენსუსის მისაღწევად და ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, მხოლოდ 2 თვე დარჩათ. ახალი სახალხო დამცველის დამტკიცებას, რეგლამენტის მიხედვით, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მე-10 მოწვევის პარლამენტში კი ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, ამიტომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას, ომბუდსმენის 6 წლის ვადით დასამტკიცებლად, ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო