სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხეს
შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მისივე განმარტებით, სუს-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თარგმანში იყო უზუსტობა. თუმცა, კონკრეტულად ჩანაწერის რა ნაწილზეა საუბარი, მას არ უთქვამს. ამასთან დაკავშირებით, განცხადება ჟურნალისტებთან მაჩალიკაშვილის ადვოკატმაც გააკეთა. მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ უნდა შემოწმდეს ჩანაწერის უწყვეტობა და აუცილებელია ალტერნატიული თარგმანი. უფლებადამცველი ასევე ამბობს, რომ დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ექსპერტიზისთვის კი მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუში აიღეს, რასაც ის დათანხმდა. ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს შორის პირთა გადაადგილების მარშრუტებია. არის თუ არა მათ შორის სოფელი ზემო მაჩხაანი, კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ „საუბარია სხვადასხვა სოფლებზე, სადაც შეიძლება პირი გადაადგილდებოდეს“. რაც შეეხება შეკითხვას, ელოდება თუ არა მაჩალიკაშვილი დაკავებას, ის ამბობს, რომ ყველაფერია შესაძლებელი. მისივე განცხადებით, პროტესტს არ შეწყვეტს და აქციას აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მაგრამ არ გა...
Tv Kavkasia
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზეა დაბარებული
TV Pirveli
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერაქტის ორგანიზების ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაჩალიკაშვილის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი ოლქიევის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუსში მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა დასრულდა
TV IMEDI