მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

07.05.2019 02:09

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, ის მოდულის შენობაში 5-ჯერ იმყოფებოდა და მისთვის გაუგებარია თუ რა საკითხებზე დარჩა კითხვები საგამოძიებო უწყებას. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის სუს-ში შაბათს დაიბარეს, მას შემდეგ რაც პირდაპირ ჩართვაში ემიგრანტებმა თემირლანის საქმის ევროპის მასშტაბით გავრცელება და ევროპელი დიპლომატებისთვის გაცნობა დააანონსეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმიშვილი და ადვოკატი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დაკითხვაზე. თემირლან მაჩალიკაშვილი საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საგამოძიებო უწყება 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს. პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური ექსპერტიზები. უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად. მაჩალიკაშვილების ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს
00:58

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სუს-ის წარმომადგენლები მაჩალიკაშვილს შეხვდნენ
03:42

სუს-ის წარმომადგენლები მაჩალიკაშვილს შეხვდნენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა
01:16

მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
02:49

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
00:32

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
01:20

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 მაისს გამოიკითხება
01:40

მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 მაისს გამოიკითხება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დანაშაული არ ჩამიდენია, დასაკავებლები ამ შენობაში არიან -  მაჩალიკაშვილი სუსში დაკითხვაზე
03:38

დანაშაული არ ჩამიდენია, დასაკავებლები ამ შენობაში არიან - მ...

Tv Kavkasia

ყველა ვიდეო