მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველის განცხადებით, შესაბამისი უწყება მათ დღეს, 12:00 საათისთვის ჩაბარდათ და მაჩალიკაშვილი დღესვე, 14:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა მათ გადავადება მოითხოვეს. შესაბამისად, ადვოკატის ცნობით, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე სამშაბათს, 11:00 საათზე მივა. ადვოკატის ინფორმაციით, გამოკითხვა გასული წლის მაისში მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, თითქოსდა ის უსაფრთხოების სამსახურთან თავის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილის ეს განცხადება აღელვების ნიადაგზე იყო გაკეთებული და რაიმე საფრთხეს არ შეიცავდა. ადვოკატი ზეწოლად აღიქვამს ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყებასა და საგამოძიებო უწყებაში მაჩალიკაშვილის რამდენჯერმე დაბარებას. სუს-ის ინფორმაციით კი გამოკითხვაზე დაბარება მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება, თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 მაისს გამოიკითხება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დანაშაული არ ჩამიდენია, დასაკავებლები ამ შენობაში არიან - მ...
Tv Kavkasia
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მისვლას გეგმავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერაქტის ორგანიზების ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster