საშემოდგომო სესიის საკითხები
საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, დოკუმენტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. დღეს ცვლილებებზე მსჯელობისთვის პარლამენტის თავმჯდომარესთან მორიგი შეხვედრაც გაიმართა. საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო-სახალხო განხილვა სჭირდება, რისთვისაც საორგანიზაციო კომისია 3 სექტემბრის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე შეიქმნება. კომისიაში 13 წევრი იქნება. ასევე, კანონმდებლებს საშემოდგომო სესიაზე, 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დადგენილების სამ პროექტზეც მოუწევთ მსჯელობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საშემოდგომო სესიის ათი მთავარი გამოწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის საშემოდგომო სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკონტიტუციო ცვლილებების განხილვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დღეს პარლამენტში შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროცედურო კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster