დღეს პარლამენტში შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდება
დღესვე პარლამენტში შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდება. მანამდე კი 19 აპრილის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები პოზიციებს საბოლოოდ შეაჯერებენ. კონსტიტუციაში სამი ცვლილება იგეგმება. პირველი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2 %-მდე დაწევას ეხება; მეორე ფრაქციების დაკომპლექტების ახალ წესს უკავშირდება, რომლის საფუძველზეც, ფრაქციას შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის; მესამე საკითხი კი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა. მმართველი გუნდი ოპოზიციას ამისთვის ხმათა 3/5-ს სთავაზობს. თუმცა ეს ცვლილებები მოქმედ გენერალურ პროკურორს არ შეეხება. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი დეპუტატების თქმით, დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არ არის. პროექტი პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა კი 12 ივლისიდან დაიწყება. პარლამენტი ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს წლის ბოლომდე, საშემოდგომო სესიის ფარგლებში დაამტკიცებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საკონსტიტუციო ცვლილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეების დანიშვნის სადავო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის დოკუმენტი - საერთაშორისო გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო რეფორმის სადავო პუნქტები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster